ზუგდიდში შენობიდან მუშა გადმოვარდა - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კაცი შენობის გარე ფასადზე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მერვე სართულიდან გადმოვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქე, 30 წლამდე კაცია