ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, როგორც არ უნდა ეცადონ ხელის შეშლას, პროდასსავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე.
"ჩვენ უკვე ველოდებით ადმინისტრაციულ სასამართლოს, ირაკლი ეძგვერეძეს გამოიყვანენ და ის თავად გააკეთებს განმარტებას, რაც შეეხება მომხდარს, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, ჩვენ გვინდა ძლიერი ქართული ოჯახი, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი შემოსავალი, საუბარი ხალხთან. არ გვაძლევს ამის კეთების საშუალებას, მაგრამ მალე მოდის 26 ოქტომბერი და როგორც არ უნდა ეცადონ ხელის შეშლას, 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როცა პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.