საქართველოს რკინიგზა 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი.
სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.