თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია პლატფორმაზე მომუშავე ორი ადამიანი.
მატარებელი ბათუმი-თბილისის რეისს ასრულებდა.
ამ დროისთვის, მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერჯერობით არ აქვთ. შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.