ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 26 აგვისტოს უკრაინაში F-16 გამანადგურებელი ჩამოვარდა.
"უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიაკატასტროფა ორშაბათს განიცადა. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინაში პირველი ამერიკული წარმოების თვითმფრინავის ჩასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავი მტრის დარტყმის შედეგად არ ჩამოვარდნილა, თუმცა ინციდენტი ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს მოხდა, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სავარაუდოდ, კატასტროფა პილოტის შეცდომის შედეგად მოხდა“.
როგორ გამოცემა აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალებში არც უარყვიათ და არც დაუდასტურებიათ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. უცნობია პილოტის ბედიც.
ამასთან, ქალაქ ლუცკის მერმა, იგორ პოლიშჩუკმა თქვა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების პილოტი, ოლექსი მესი 26 აგვისტოს, საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. მესი ერთ-ერთი პირველი უკრაინელი პილოტი იყო, რომელმაც F-16-ებზე მომზადება გაიარა და ის ავიაგამანადგურებლების გადაცემის ლობირებისთვის ვაშინგტონშიც იყო ჩასული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ პირველად გამოიყენა საბრძოლო თვითმფრინავები ამ კვირაში რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად.
The Economist აგვისტოს დასაწყისში წერდა, რომ უკრაინამ შესაძლო 79-დან F-16-ის ტიპის 10 გამანადგურებელი უკვე მიიღო.
ასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.