უკრაინაში ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების პირველი პარტია ჩავიდა.
ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია მხოლოდ მცირე რაოდენობის თვითმფრინავებზე, რომელთა მიწოდების ვადა ივლისის ბოლო იყო.
ამასთაბ, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, ჯერ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც ბოლო თვეებში გაწვრთნილი F-16-ების მართვის სწაველბას გადიოდნენ, ამ თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას ბრძოლის ველზე, თუ ამას მეტი დრო დასჭირდება.
უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა მაისის ბოლოს არიზონას სამხედრო ბაზაზე, დაასრულა F-16-ის მართვის სასწავლო კურსი.
ივლისში ნიდერლანდებისა და დანიის მთავრობებმა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, დაიწყეს კიევისთვის თვითმფრინავების გადაცემის პროცესი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ F-16-ები ამ ზაფხულს უკრაინის ცაში იფრენენ.