გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ახაშენის გზაზე მოხდა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.