თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს კიდევ დადასტურდა ცნობილი ქოლ-ცენტრებით, სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მიმართული ქართული ხალხის გაყოფაზე და დაპირისპირებაზე, - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი კამპანია გამჭირვალეა და მიმართულია ქართველი ხალხის პრობლემებისკენ.
,,ჩვენი კამპანია არის გამჭირვალე , მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა არჩევანს სიღატაკის და იზოლაციის სასარგბელოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, ისინი არ დგანან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, იცინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მხარდ უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს და ეს არჩევანი არის ევროკავშირისთვის, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.