აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაციის თანახმად, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს:
• საჰაერო თავდაცვის რაკეტებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად;
• აღჭურვილობას უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად;
• ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ბრძოლის ველზე რუსული ტაქტიკისგან დასაცავად;
• საბრძოლო მასალას წინა ხაზზე ჯარისკაცებისთვის და მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მათი ცავს.
ბაიდენმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლადიმირ ზელენსკისთან დამოუკიდებლობის დღის წინ და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი "ურყევი მხარდაჭერა".
„როდესაც რუსეთის უგუნური ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო და დღესაც თავისუფალი ქვეყანაა. ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა დარჩება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.