აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გაუგზავნის. იუწყება Associated Press
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უახლესი დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), Javelin-ებსა და სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო სისტემებსა და აღჭურვილობას, 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა აღჭურვილობას.
აშშ დახმარების გამოყოფის შესახებ, სავარაუდოდ, პარასკევს, 23 აგვისტოს გამოაცხადებს.