დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჰონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას უფლება აქვს აგრესიისგან თავი დაიცვას რუსეთის ტერიტორიაზე.
„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე სულ რაღაც ექვსი კვირის ყოფნის შემდეგ, მე უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, რომ გაერთიანებული სამეფოს და ევროპის დაცვა უკრაინაში იწყება. იმიტომ, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის იქ არ გაჩერდება და მისნაირები კი გათამამდებიან“, - წერს ჰილი გამოცემა Sunday Express,-ის სვეტში.
”ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ჩვენი მამაცი უკრაინელი მეგობრების გვედრით, ვიდრე საჭირო იქნება. ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდასაჭერაში. ბოლო დღეებში უკრაინული ჯარების გაბედულმა შეჭრამ რუსეთში - უკრაინის ქალაქებზე შემდგომი რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად - გამოავლინა რუსული არმიის დაუცველობა და ზეწოლა მოახდინა პუტინზე. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით, უკრაინას აქვს მკაფიო უფლება, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან. იმ პირობით, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული იქნება, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციებს“, - წერს მინისტრი.
რუსეთში ბრიტანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით (კურსკის რეგიონში Challenger 2-ის ტიპის ტანკები შენიშნეს[), ჰილი წერს: „ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ბრიტანეთის მიერ გადაცემული იარაღი, ფრონტზე მამაცი უკრაინელების ხელში ეხმარება მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა და განდევნონ პუტინი“.