უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ მაცნობა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა პოზიციები გაიძლიერა და სტაბილიზებული ტერიტორიები გააფართოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს ხდება ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდის შევსება, მადლობა ყველა იმ ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებიც ატყვევებენ რუს სამხედროებს და ამით აახლოებენ რუსეთის მიერ დაკავებული ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებას“, - თქვა ზელენსკიმ.
სირსკის მოხსენება ასევე ეხებოდა უკრაინის ფრონტის ტორეცკის და პოკროვსკის მიმართულებებს.
„ყოველდღე ათობით რუსული თავდასხმა ხდება ჩვენს პოზიციებზე, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები და დანაყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაანადგურონ ოკუპანტი და მოიგერიონ თავდასხმები“, - დასძინა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ უკრაინა მუშაობს პარტნიორების მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე.
„მთავარია რუსული შეტევითი პოტენციალის შეზღუდვა და ჩვენი დიაპაზონი, ჩვენ ვამზადებთ შესაბამის მითითებებს უკრაინელი დიპლომატებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.