დღეს ჩანიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი . კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში - 26 ოქტომბერს ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, პარტიაში იქმნება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული.
„ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილსა და მის ბანდას და ასევე, განიხილება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: პარტიაში იქმნება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უხელმძღვანელებს მიხეილ სააკაშვილის ერთგული და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი კობა ნაყოფია, და ვფიქრობ, რომ ის აღჭურვილი იქნება მნიშვნელოვანი ფუნქციებით, რაც კიდევ უფრო კარგად და ეფექტურად გამოიყენებს კობა ნაყოფიას რესურსებსა და გამოცდილებას და ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც დამატებით, ახალ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, გააძლიეროს მიხეილ სააკაშვილის პარტია "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გაფართოებასთან და "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ჩანიშვნასთან დაკავშირებით.