უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმია კურსკის რეგიონში დანაკარგს განიცდის, რაც "ძალიან სასარგებლოა" უკრაინის თავდაცვისთვის.
„მთავარი.მთავარსარდალ სირსკის მიერ უკვე რამდენიმე ცნობა იყო ფრონტზე არსებული ვითარების და ჩვენი ოპერაციის შესახებ კურსკის ოლქში, ჩვენ ვხედავთ, რომ ოკუპანტი დანაკარგს განიცდის და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავდაცვისთვის.
ეს ეხება რუსული არმიის ლოჯისტიკის განადგურებას და მათი რეზერვების დაკარგვას.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზიანოთ რუსეთის ყველა პოზიცია და ამას ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს სიზუსტისთვის, მადლობას ვუხდი ძალისა და გამძლეობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში ზოგიერთი მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე წინ წაიწიეს.