"რუსეთისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია, ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, - ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსი დიპლომატის მხრიდან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებაზე.
"რუსეთისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცეს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა, ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია. ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ერთ რამეს ემსახურება: რომ არ გავიხედოთ წინ და მუდმივად დაგვტოვოს წარსულში, მაგრამ ქართველი ხელხი შეძლებს ერთიანობით იაროს წინ და ერთიანობით მოიპოვოს გამარჯვება 26 ოქტომბერს", - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა. „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“ – წერია „ქართული ოცნების“ განცახდებაში.