საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის თბილისში ვიზიტის შესახებ და წერს, რომ განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.
"დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებების მოგვარებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის უკანასკნელი ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. განხილვის თემა იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ის, რომ პირველი ნაბიჯი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენ ველით მათ წინადადებას - წერია განცხადებაში.