ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამ ხალხს ფინანსური სანქციები არ ასცდება - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მელიას თქმით, ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.
“როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად“,- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.