"ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით.“ - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, შაჰინის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ართმევს ქართველ ხალხს, რუსული კანონის და პრორუსული პოლიტიკის გამო, უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც აღადგენს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადაიტანს ახალ ხარისხში, სადაც, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ