ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, მუხიანში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ჰუმანიტარული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
„ახლა ვიმყოფებით მუხიანში. გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი. მოვიყვანე საქართველოში მართლაც საუკეთესო ექიმები, რომლებიც აქაურ მოსახლეობას გაუწევენ უფასო კონსულტაციას და შესაბამის სამედიცინო დახამრებას. ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ფიზიკურად სახსრები არ გააჩნიათ მათ, ისინი ვერ ახერხებდნენ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.