22-30 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან შვედეთში, ქ. იავლეში.
სასწავლო ვიზიტის დროს შვედი სპეციალისტები სააგენტოს სამსახურების უფროსებს კონსულტაციებს გაუწევენ ადამიანური რესურსების, კომუნიკაციების, ფინანსურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.
სასწავლო ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „NAPR-ის ორგანიზაციული განვითარების და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების" ფარგლებში მიმდინარეობს.