საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტმა X-ზე ავრცელებს.
"შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია". - წერს ზურაბიშვილი.
ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. პრეზიდენტის გარდა, ისინი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.