როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც, -ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა ობოლაძემ ენდროლოგიური პარკის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
განცხადების თანახმად, ხეების გადმორგვა “დროში ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო გაიწელა“.
„ძალიან არაადეკვატურია ვინმეს დააბრალო ხის გახმობა და ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე. ძალიან არაადეკვატურია დააბრალო ვინმეს ხეების გახმობა, როდესაც შეიძლება შენ აკეთებდე რაღაცას არასწორად. შეიძლება გაგიხმა ხე და შეიძლება ასე გაგიხმეს ძალაუფლების ხეც. პრობლემაა, რასაც ივანიშვილი აკეთებს და შეუძლია პრობლემები თავის თავში ეძიოს. პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს.“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
დენდროლოგიური პარკი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრედწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი“.