უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
მტრის ჭურვი სუპერმარკეტს მოხვდა, სადავ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
დაიღუპა 11 და 37 დაშავდა ადამიანი
ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი მანქანა.
მტრის მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
"კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩვეულებრივ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად", - თქვა ზელენსკიმ.