დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინის გზავნილებიც იქნება ჯო ბაიდენის გზავნილების იდენტური, რადგან აშშ-ში ყველა უწყება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორი ჯინ შაჰინის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სენატორი შაჰინი, რომელიც ძალიან გავლენიანი სენატორია და საქართველოს დიდი მეგობარია უკვე მრავალი წელია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა აშშ-ის სენატში საქართველოსთან ამერიკის პოლიტიკის საკითხებში, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გზავნილებიც პრაქტიკულად იქნება იდენტური ჯო ბაიდენის გზავნილებისა, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს სრული შეთანხმება აშშ-ში კონგრესში, სენატში, აღმასრულებელ ხელისუფლება, პრეზიდენტსა და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის იმაზე, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.