გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.
"მთავარი არხის" ცნობით, შეწყალების შემთხვევაში წულაიას ქვეყანაში ჩამოსვლა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს.
პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება - გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის17 მარტს დააკავეს. წულაია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ძალადობა არ ჩაუდენია.