რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთი მზად არის, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს".
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 16 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს...
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ კრიმინალურმა ავანტურამ, რომელსაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის, რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა აგრესორის მშვიდობისკენ იძულებისა, შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებიაღიარებისა.
აღიარების გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა თბილისის განმეორებითი მცდელობების ფონზე, დაებრუნებინა „დაკარგული“ ტერიტორიები ძალის გამოყენებით, უზრუნველყოფდა აფხაზებისა და სამხრეთ ოსების უფლებას შეენარჩუნებინათ ეროვნული თვითმყოფადობა“, - თქვა ზახაროვამ.
მისი ღქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, მხარეებს შორის დისკუსიაა საჭირო.
რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვისთვისაც სულერთი არ არის სამხრეთ კავკასიის ბედი, მათ შორის ხელი შუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგს, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები მათ საერთო რეგიონში“, - განაცხადა ზახაროვამ.