ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეცოლა აცხადებს, ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – წერს მეცოლა.