რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ კურსკის ოლქში სამი დრონი ჩამოაგდეს.
მან ასევე დაწერა ტელეგრამაში, რომ რეგიონი წინააღმდეგობას უწევდა თავდასხმებს ბოლო 24 საათის განმავლობაში და სასწრაფო დახმარების სერვისები გადავიდა გაძლიერებულ რეჟიმში.
მისივე თქმით, ოლქის საზღვრისპირა რაიონებში სამედიცინო დაწესებულებები სისხლის მარაგს ავსებენ.
სმირნოვმა მოქალაქეებს მოუწოდა არ გამოიჩინონ გულგრილობა და ვისაც შეუძლია სისხლის ჩაბარება მობილურ სადგურზე გამოცხადდეს.
ასევე სმირნოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო სისტემებმა ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, გუშინ როგორც რუსულმა, ისე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ქალაქ სუჯაში მასირებული ცეცხლის და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი, სხვადასხვა დასახლებებში კი დაშავებულია რუსეთის 13 მოქალაქე.