რუსეთის კურსკის ოლქში შეტაკებები მიმდინარეობს, რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.
როგორც რუსული, ისე უკრაინული მედია და სხვადასხვა ტელეგრამარხები წერენ, რომ კურსკის ოლქში ბრძოლების დროს, სულ მცირე, ექვსი რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა (ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ისინი ჩაბარდნენ).
ამასთან, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის დივერსიულ- სადაზვერვო ჯგუფი შეიჭრა და რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა მათი უკუგდება შეძლეს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვებგვერდიდან წაშალა.
განახლებულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს. არაოფიციალური რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ კურსკის ოლქში ბრძოლები გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ ადგილზე გააგზავნა სარეზერვო ძალებიც.
კურსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ქალაქ სუჯაში მასირებული ცეცხლის და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი, სხვადასხვა დასახლებებში კი დაშავებულია რუსეთის 13 მოქალაქე.