ისრაელის საგარეო საქმთა მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანს გადაწყვეტილი აქვს, თავს დაესხას ისრაელს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს თავდასხმის შესახებ შეტყობინება გადასცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც ტელეფონით ესაუბრა ისრაელელ კოლეგას და უთხრა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალი ბაგერისგან.
"ირანმა გვაცნობა, რომ აპირებს ისრაელზე თავდასხმას", - თქვა კაცმა.
"მსოფლიომ უნდა აზღვევინოს საფასური ირანს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისთვის, რომელსაც ის განახორციელებს", - დასძინა მან.
ირანი გეგმავს "შურისძიებას" ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობისა და ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის არმიის თავდასხმის გამო.
შეერთებული შტატების განცხადებით, თავდასხმის დაწყების დრო დაზუსტებით არ იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი შესაძლოა, უახლოეს საათებში დაიწყო.
ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ.