ხელისუფლებისთვის, რომ მნიშვნელოვანი კახელი გლეხი და ზოგადად მშრომელი ადამიანი არ არის ამაში ჩვენ უკვე დავრწმუნდით, მათ აინტერესებთ როგორ გამდიდრდებიან თვითონ. სახელმწიფოს მიდგომა არ გაზრდილა, სუბსიდია რაც იყო შარშან, არის იმდენივე ოჯახებში. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის კახელი გლეხის, კახელი მევენახის გადარჩენის თარიღი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
,,მე ვნახე საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება რთველთან დაკავშირებით და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მივაქციე ყურადღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს კახელი გლეხისთვის ამ შემთხვევაში, თორემ ხელისუფლებისთვის, რომ მნიშვნელოვანი კახელი გლეხი და ზოგადად მშრომელი ადამიანი არარის, ამაში ჩვენ უკვე დავრწმუნდით, თურმე, წელს გაცილებით მეტი იქნება მოსავალი და 300 000 ტონა იქნება, ვიდრე გასულ წელს. კი, ნამდვილად, გასულ წელს მოსავალი არ ყოფილა, იმიტომ, რომ გასულ წელს სტიქიურმა უბედურებებმა არა მარტო სეტყვამ, უხვმა ნალექმა, ფაქტობრივად ზოგიერთ და ძალიან ბევრ ადამიანს, მთლიანად გაუნადგურა მოსავალი და მათ არ მიეცათ საშუალება იმისა, რომ ელემენტარული იმის ფული მაინც ამოეღოთ, რაც დახარჯეს მთელი წლის განმავლობაში. ის რასაც ახლა საუბრობდა პრემიერი, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მათ არ აინტერესებთ კახელი გლეხი, მათ არ აინტერესებთ მშრომელი ადამიანი, მათ აინტერესებთ როგორ გამდიდრდებიან თვითონ და გამდიდრდებიან ის მაფიოზები, რომლებიც წლების განმავლობაში, ესე ჩართულები არიან რთველის პროცესში და არ ფიქრობენ მშრომელ ადამიანზე და ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ გამდიდრებაზე. სახელმწიფოს მიდგომა არ გაზრდილა, სუბსიდია რაც იყო შარშან, სუბსიდია არის იმდენივე და ყურძენი ეღირება ახლა, თურმე ერთი ლარი, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც ის იდგა თელავის ცენტრში და საუბრობდა 2012 წელს, წარმოიდგინეთ, 12 წლის წინ, როდესაც ყურძენი ღირდა ერთი ლარი, მაშინ საუბრობდა, რომ ერთი ლარი ყოფილა ქართველი გლეხისთვის დაცინვა და წელს გვთავაზობენ იგივე თანხას. მთავარი გამოსავალი არის ერთი რამ, ყველა ის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა და უნდა განხორციელდეს, აუცილებლად, უნდა მოხმარდეს კონკრეტულად მშრომელ ადამიანს, გლეხს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შრომობს და არა ის, რომ, იშრომოს, წაიღოს 2 დღის განმავლობაში რიგში იდგეს, 0,90 თეთრი ან ერთი ლარი მიუგდონ მას და ამით, თითქოს კმაყოფილი დატოვონ და მერე ჯიბეში რამდენი ჩაიდო გლეხმა, თურმე ითვლის 200 მლნ და 300 მლნ შევიდა აი ამ ადამიანების ოჯახებში.ამიტომ, 26 ოქტომბერი არის კახელი გლეხის, კახელი მევენახის გადარჩენის თარიღი, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.