მედიის ცნობით, გოლანის მაღლობებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხის მასშტაბებისა და დროის განსაზღვრაზე უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს მიენიჭათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო შეხვედრაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხამს გაგრძელდა.
27 ივლისს, გოლანის მაღლობებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაღუპულთა და დაშავბულთა შორის უმეტესობა მოზარდია. თავდასხმა სტადიონის მახლობლად მოხდა, სადაც უამრავი ბავშვი თამაშობდა. ისრაელი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აკისრებს.
„ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.