12 მოზარდი და ახალგაზრდა დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა, ხოლო რაკეტა მაჯდალ-შამსის რაიონში, საფეხბურთო მოედანზე ჩავარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
დაშავებულთა უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ. „ჰეზბოლას“ მედია-ოფისის ხელმძღვანელმა მოჰამად აფიფმა, უარყო „ყოველგვარი კავშირი მაჯდალ-შამსში მომხდარ ინციდენტთან.
„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰეზბოლა ცრუობს.
„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – განაცხადა ჰაგარმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თქვა, რომ სამშობლოში დაგეგმილზე ადრე ბრუნდება.