ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა გაიმეოროს ერაყის ყოფილი ლიდერის სადამ ჰუსეინის ბედი, რომელიც 2006 წელს სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უბრალოდ შევახსენებთ მას, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კაცმა.
მან პოსტს დაურთო ფოტოების კოლაჟიც, რომლის ერთ მხარეს ერდოღანი პალესტინის დროშის ფერებში შარფით არის გამოსახული, მეორეზე კი - ჰუსეინი.
შეგახსენებთ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, ისევე როგორც ყააბაღსა და ლიბიაში, შეციდ,ა ისრაელსაც ასევე მოექცევა . მისივე თთმით, თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად.
სადამ ჰუსეინი ერაყის ლიდერი 1979-2003 წლებში იყო. 2003 წლის 14 დეკემბერს ის დააპატიმრეს, ხოლო 2006 წლის 30 დეკემბერს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასაჯეს.