თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს შეჭრით დაემუქრა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Haberler იუწყება.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რათა ისრაელმა არ გაუკეთოს პალესტინას ის, რაც მას უნდა.
როგორც ყარაბაღში და ლიბიაში შევედით, მათთანაც {ისრაელსაც} ასე მოვექცევით. ვერაფერი შეგვიშლის ხელს ამის გაკეთებაში. ჩვენ უბრალოდ საკმარისად ძლიერები უნდა ვიყოთ ამ ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ერდოღანმა პარტიულ შეხვედრაზე რიზეს პროვინციაში.
შეხევდრას ესწრებოდნენ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებიც.