ისრაელის საჰაერო ძალებმა, გოლანის მაღლობზე საფეხბურთო მოედნის დაბომბვის საპასუხოდ "ჰეზბოლას" რამდენიმე სამიზნეს შეუტიეს.
ისრაელელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ საჰაერო ძალებმა განახორციელეს დარტყმები "ჰეზბოლას" რამდენიმე სამიზნეზე, როგორც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, ასევე სამხრეთ ლიბანში.
ირაელის თავდაცვის ძალების თქმით, „ჰეზბოლას“ობიექტებში შედის იარაღის სათავსოები და ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჩაბრიჰას, ბორჯ ალ-ჩმალის, ასევე ბექაას, კფარკელას, რაბ ალ-თალატინის, ხიამისა და ტაირ ჰარფას რაიონებში.
შეგახსენებთ, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ახალგაზრდები. თავდასხმა საფეხბურთო მოედანზე მოხდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.
ასევე დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია.
ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმაში ლიბანის შიიტურ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.