პოლონეთში გაიმართა დემონსტრაცია აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით.
ვარშავაში დაახლოებით ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა სეიმის წინ და მოითხოვდა „უფასო და ლეგალურ აბორტებს“. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება.
ამჟამად პოლონეთში აბორტი ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების დროს – როგორიცაა გაუპატიურება, ან ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხე.
მედისკოებს, რომლებიც სხვა შემთხვევებში აბორტებს აკეთებენ, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მმართველი კოალიცია, რომელიც ხელისუფლებაში 2023 წლის ბოლოს მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაში საზოგადოებას, ამ აკრძალვის შერბილებას და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტების სასჯელიდან გათავისუფლებას პირდებოდა.
თუმცა, 12 ივლისს სეიმამ კანონპროექტი უარყო.
„მმართველმა კოალიციამ ქალების წყალობით გაიმარჯვა და ახლა ისევ იმედი გაგვიცრუეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მომიტინგემ.
აქციის მონაწილე 26 წლის, ალექსანდრა სოხამ კი, AFP-ს განუცხადა, რომ პოლონეთში დაორსულების ეშინია. მას ხელში ეჭირა პლაკატი სლოგანით "მე მაინც გავაჩენ შენთვის".