ვარკეთილში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საკუთრებაში არსებულ პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს გაუჩნდა, რამაც აფეთქება და ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.