უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს გამოყოფას, ვიდრე უკრაინა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს განცხადებით, .ვიდრე უკრაინა არ მოხსნის აკრძალვას, უნდა დავივიწყოთ ევროპული მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს გადახდა.
”მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ესს საკითხი ვიდრე არ მოგვარდება უკრაინის მიერ, ყველამ უნდა დაივიწყოს იარაღის გადაცემისთვის „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ 6,5 მილიარდი ევროს ანაზღაურების მიღება“, – განაცხადა სიიარტომ,
მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ვეღარ იღებენ „ლუკოილისგან“ ნავთობს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ „ლუკოილს“ გასულ თვეში სანქციები დაუწესა.
უკრაინის განცხადებით, მათ აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი, თუმცა მილსადენ „დრუჟბიდან“ გამავალი ნავთობის საერთო მოცულობა არ შემცირებულა, რადგან აღნიშნული მილსადენი სხვა მიმწოდებლებსაც ემსახურება.
22 ივლისს უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მიმართეს და ნავთობის ტრანზიტის საკითხზე უკრაინასთან კონსულტაციების პროცესში შუამავლობა სთხოვეს.