უკრაინის ძალებმა „კავკაზის“ პორტში რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა დაადასტურეს.
უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, კრასნოდარის მხარეში „კავკაზის“ პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს რუსულ ბორანს „სლავიანინს“.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებების კიდევ ერთი შედეგი: პორტ კავკაზშ“ ოკუპანტების ბორანი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ბორანი სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად იყენებდნენ.
„სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავს მითითებულ რეგიონში.
მანამდე კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო საბორნე გემზე "კავკაზის" პორტში. მისივე განცხადებით, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.