აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
მან თანამდებობა 13 ივლისს ექს-პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო დატოვა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა ჩიტლის გადადგომა დაადასტურა
კიმბერლი ჩიტლმა კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მისი უწყების მარცხია.
„ჩვენ თავი ვერ გავართვით. როგორც საიდუმლო სამსახურის დირექტორი, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას უსაფრთხოების ნებისმიერ დარღვევაზე. 13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხია ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - თქვა ჩიტლმა.