ეთიოპიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო 157 ადამიანი დაიღუპა. იუწყება Associated Press.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ორსული ქალები.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მეწყერი ქვეყნის სამხრეთით წვიმების სეზონის დროს მოხდა.