ანსამბლ "სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა მიმართა ახალაგაზრდებს ღონისძებაზე, რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან და არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
ილიკო სუხიშვილის თქმით, ახლა საზოგადოებას აქვს ორი ვარიანტი - ერთ მხარეს არის თეთრი, მეორე მხარეს შავი.
„მე დღეს მესმის, რომ თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს, იმიტომ, რომ იმხელა შინაგანი მუხტი დევს თქვენში და ეს ყველამ დავინახეთ, მე გამახსენდა ჩემი თაობის პერიოდში 9 აპრილის საშინელი დღეები, როცა მილიციის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეს იდგნენ და გამოჰყავდათ ხალხი და მეორე მხარეს იდგა მერვე პოლკი, რომელიც გვხოცავდა და გვანადგურებდა. მაშინ დავინახე პირველად ასეთი გაყოფა, მივხდი რომ ჩვენი ქვეყანა აქეთ დგას, ის შავი ძალა კი იქით იდგა. მაშინ დავინახე ის გაყოფა. ჩემი თაობა და ის, ვინც ამას მოესწრო, ძალიან რთულია, რომ დღეს რამე გააკეთოს. ისინი ვინც ამაში იყვნენ, არ უსწავლიათ ამ საბჭოთა სკოლებში, არ კეთებიათ პიონერის ყელსახვევი და არ აქვთ ეს ტვინში, ჩვენ ეს იმდენად ჩამჯდარი ქვეცნობიერად, რა გვიქნეს ხომ, კიდევ რომ რაიმეს ვაზროვნებთ, მადლობა უნდა ვთქვათ ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი გადარჩენა. ჩვენ ევროპა გვინდა რა თქმა უნდა, მაგრამ დაფიქრდით, როგორ სჭირდება ევროპას საქართველო - ჩვენი მუსიკა, ჩვენი ბალეტი, ჩვენი ცეკვა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს მიიყვანთ ბოლომდე, თქვენი იმედი მაქვს. იმიტომ, რომ ძალიან გიყვართ ეს ქვეყანა. აქ არის ორი ვარიანტი - არის შავი და არის თეთრი. არჩევანი ძალიან მარტივია. დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის, დიდი იმედი მაქვს თქვენი და ყველაფერში თქვენს გვერდით ვიდგები", - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.