ამერიკულმა კომპანია Mattel-მა გამოუშვა შშმ ბარბის თოჯინები, მათ შორის უსონათლო ბარბი და დაუნის სინდრომის მქონე ფერადკანიანი ბარბი. ამის შესახებ ტელეარხს Fox News Business-ს Mattel-ის თოჯინების წარმოების მენეჯერმა კრისტა ბერგერმა განუცხადა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმოგიდგენთ ბარბის ახალ, უსინათლო და ფერადკანიან თოჯინას დაუნის სინდრომით... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც წარმოადგენს გლობალურ ერთობას და ინკლუზიურობას თოჯინების ინდუსტრიაში“, - თქვა ბერგერმა.
როგორც კომპანიის განცხადებადან ირკვევა, ახალი ბარბის თოჯინები შეიქმნა უსინათლოთა ამერიკული ფონდისა და დაუნის სინდრომის მოქნე პირების ეროვნული საზოგადოების დახმარებით.
განცხადების მიხედვით, უსინათლო ბარბი აღჭურვილია სპეციალური ხელჯოხით, კოლოფზე კი ბრაილის შრიფტით არის წარწერა „ბარბი“.
დაუნის სინდრომის მქონე თოჯინას მოყვება ვარდისფერი სათვალე, რომელიც წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემები.