რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წარუდგინა „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიის პროექტი“, რომელიც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბაზის შექმნასაც მოიცავს. ინფორმაციას გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ ავრცელებს.
პროექტის თანახმად, სამინისტროს განზრახული აქვს, შექმნას იმ პირთა საინფორმაციო ბაზა, რომელთაც დატოვეს რუსეთი „ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისა და არამეგობრული სახელმწიფოების უცხოურ ცენტრებში სწავლების გასავლელად“.
კონკრეტულად ვინ მოხვდება მონაცემთა ბაზაში და რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს ის, არ არის განმარტებული.
გამოცემა „აგენტსტვო” ივლისის დასაწყისში წერდა, რომ ინტერნტეტში გამოჩნდა რუსეთის იმ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზა, რომელთაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მონაცემები შეიცავს პირთა სახელებსა და გვარებს, დაბადების თარიღებს, ქვეყნის დატოვების თარიღს, მიმართულებას და ქვეყნიდან წასვლის “მიზეზს”.
ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაცემთა ბაზას რუსეთიდან წასული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების მიზნით გამოიყენებს.