ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა.
მიხალს 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 27-მა.
კენჭისყრამდე მან დეპუტატებს წარუდგინა საკუთარი ხედვა და დღის წესრიგი, რომელიც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს მოიცავს.
მიხალი 48 წლისაა, 2023-2024 წლეშის კლიმატის მინისტრი იყო.
მიხალის წინამორბედი კაია კალასი 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას ჩაუდგეს სათავეში.