ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.
"საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან. სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ."– წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სტრუქტურებს და წევრი ქვეყნების პარტნიორებს სომხეთისთვის მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების შესახებ.
„მივესალმებით ევროკავშირის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში და დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის შესახებ“, - განაცხადა მირზოიანმა.
მანამდე ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.