ხორვატიის ქალაქ დარუვარში მოხუცთა თავშესაფარზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11 საათზე თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა ხანდაზმულთა კერძო დაწესებულებაში და ცეცხლი გახსნა. ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენი დაშავდა, მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალევე იპოვეს ახლომდებარე რესტორანში და დააკავეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დეტალებს ვერ ავრცელებენ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, მედიით აგვრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ 51 წლის ყოფილი პოლიციელი იყო და მისი დედა ამ დაწესებულებაში ცხოვრობდა. დაღუპულებს შორის არის ქალი, გარდაცვლილებს შორის არიან თავშესაფრის დაცვის თანამშრომლები და პერსონალი.