შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და შეეცდება დატვირთოს მისი ევროპელი „ქვეშევრდომები“, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“
„რაც შეეხება შეერთებული შტატების დახმარების გაგრძელებას ან არგაგრძელებას, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში, ასე თუ ისე გააგრძელებს ამ დახმარებას, ეს აშკარაა. შეეცდება ფინანსურად დატვირთოს ევროპელი „ქვეშევრდომები“. ეს ტენდენცია ასევე აშკარად ჩანს“, - განაცხადა პესკოვმა.