რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება, გაზმა გამოიწვია. გაჩნდა ხანძარი. სამთავრობო მედია "ტასი" წერს, რომ დაშავებულია 14 ადამიანი, თუმცა მონაცემები ზუსტდება.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს.
„რია ნოვოსტის“ თანახმად, ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა და მათი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე ამ დრომდე დგინდება.